ენიდ ბლაიტონი

ცნობილი ხუთეული: ხუთეული გვირაბების ლაბირინთში (წიგნი 4)

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

უშიშარი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბები გრძელდება!

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი კვლავ კირინის კუნძულზე აპირებენ არდადეგების გატარებას, მაგრამ უეცრად ამოვარდნილი ქარბორბალა კირინის კოტეჯის სახურავს აზიანებს და ყველაფერი იცვლება – ძია კვენტინი იძულებულია, ოთხივე ბავშვი თავის მეგობარ კოლეგასთან გაგზავნოს გორაკის წვერზე მდგარ ძველ სახლში, რომელსაც უცნაური სახელი – „კონტრაბანდისტის მწვერვალი“ ჰქვია.

ბავშვები აქ მათ თანატოლსა და მათსავით მამაც ბიჭს შეხვდებიან, რომლის დახმარებითაც ფარულ გვირაბს აღმოაჩენენ. შემდეგ კი ყველანი ერთად იდუმალებით მოცულ კიდევ ერთ დანაშაულს გახსნიან და შენიღბულ დამნაშავეებს გამოამჟღავნებენ.

7.90