რევაზ გაჩეჩილაძე

საქართველო მსოფლიო კონტექსტში

რევაზ გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება და საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის ასპირანტურა. ის არის თსუ-ს პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია
The New Georgia: Space, Society, Politics (UCL Press London, 1995), ჩემი მეოცე საუკუნე (ორ ტომად, 2008, 2011), ახლო აღმოსავლეთი (სამი გამოცემა, 2003, 2008, 2011), გაერთიანებული სამეფო (2016).

ეს არის განახლებული მეორე გამოცემა წიგნისა (პირველად დაიბეჭდა
2013 წელს), რომელშიც წარმოდგენილია ავტორისეული ხედვა XX საუკუნისა და XXI საუკუნის პირველი ათწლეულების საქართველოს ისტორიისა და მის ირგვლივ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ. გათვალისწინებულია  მსოფლიოს და, განსაკუთრებით, საქართველოს სამეზობლოს კონტექსტი. წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზე და ავსტრიული გამომცემლობა Wieser Verlag გამოსცემს სერიით Wieser Enzyklopädien des Europäisches Ostens.

29.90