სხვადასხვა ავტორი

საქართველო – მოსწავლის პირველი ენციკლოპედია

შემოიარე საქართველო!

ეს საოცარი წიგნი მთელ საქართველოს შემოგატარებს. თითოეული რეგიონის სატელიტური გამოსახულებები, შთამბეჭდავი ფოტოები და სპეციალურად შექმნილი რუკები ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის მთელი ქვეყნის შესახებ – გაგაცნობს მის მთასა და ბარს, მდინარესა და ტბას, ტყესა და ველს, ქალაქსა და სოფელს…

აქ შეიტყობ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის, ტრადიციების, არქიტექტურისა თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ; აღმოაჩენ შენთვის უცნობ ადგილებს და შეძლებ, საკუთარი თვალით ვირტუალურად დაათვალიერო არა ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ამაში სპეციალურად ამ წიგნისთვის გადაღებული 20 ვიდეოკლიპი და შენი სმარტფონი დაგეხმარება, ხოლო თუ VR-სათვალესაც მოირგებ, თავად გახდები თითოეული კლიპის მთავარი მონაწილე.

მოემზადე, წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდება!

24.90