რობერტ ბერნსი

ლოტო ნახატი და სიტყვა

კლასი: I-II

ყუთში დაგხვდებათ:

წიგნი
8 დაფა
40 სიტყვა
„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:

ნახატი და სიტყვა
სიტყვების დაჯგუფება
სიტყვის მარცვლები
მინიშნებით სიტყვის პოვნა
თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.

ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.

27.90