ლაშა ბუღაძე

Lucrecia515

როგორ მოიქცეოდა მადამ ბოვარი, სკაიპი რომ ჰქონოდა? როგორ იძიებდა შურს მედეა იასონზე, ფეისბუქის მომხმარებელი რომ ყოფილიყო? მიუსწრებდა თუ არა რომეო ჯულიეტას, წერილი ელექტრონული ფოსტით რომ მიეღო? შეძლებდა თუ არა სანდრო პირადი სივრცის დაცვას უცხო სხეულებისგან, ინტერნეტი რომ არ ჰქონოდა?

ლაშა ბუღაძის Lუცრეცია515 თანამედროვე დონ ჟუანის ტრაგიკომედიაა – ეჭვიანობისა და შურისძიების ამბავი, რომელიც იმდენად სატირულად წარმოაჩენს მოღალატე კაცისა და მასზე ჩაბღაუჭებული ქალების ბუნებას, რომ პერსონაჟები მკითხველს ერთდროულად აბრაზებენ კიდეც და სიბრალულის გრძნობითაც ავსებენ.

11.90