პაულო კოელიო

ჰიპი

პაულო კოელიო დროში გვამოგზაურებს და.აცოცხლებს იმ თაობის ოცნებებს, რომელიც მშვიდობას შენატროდა. ამაში მას პირადი და მრავალფეროვანი გამოცდილება ეხმარება.

„ჰიპიში“ ავტორი პაულოს ამბავს გვიყვება – გამხდარი, გრძელთმიანი ახალგაზრდა ბრაზილიელისა, რომელიც მწერლობაზე ოცნებობს. მეორე პერსონაჟია კარლა – ნიდერლანდელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თანამოაზრის გამოჩენას ელის, რათა მასთან ერთად ჰიპების.საოცნებო გზას დაადგეს ნეპალისკენ.

კარლა და პაულო ამსტერდამში შეხვდებიან ერთმანეთს. კარლა დაარწმუნებს ბიჭს, მასთან ერთად ჩაჯდეს „ჯადოსნურ ავტობუსში“, რომელიც ამსტერდამიდან სტამბოლში მიდის, და შემდეგ ცენტრალური აზიის გავლით კატმანდუსკენ გაემგზავროს.

ასე იწყება მათი „ჰიპური“ თავგადასავალი, რომელიც თანდათან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება, დამოუკიდებელი მოგზაურობა კი ორივეს ხშირად ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს, რომლებიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიან.

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა.

14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი.ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის.გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი.ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში.ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში.ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი.გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის.გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

15.90