ენიდ ბლაიტონი

ცნობილი ხუთეული : ხუთეული ხათაბალაში ეხვევა (წიგნი 8)

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა
ჯულიენი, დიკი, ჯორჯი და ენი საქმიანად ფუსფუსებენ – ზურგჩანთებში მგზავრობისთვის აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ,
კარვებს რაც შეიძლება მჭიდროდ კეცავენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და საგზალს იმარაგებენ, კარგი ამბის მოლოდინით გახარებული ტიმიც ყეფითა და კუდის ქიცინით აქეთ-იქით დარბის – ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ხუთეული მოგზაურობისთვის ემზადება. ამჯერად ისინი ველოტურში წასვლას აპირებენ.
თუმცა ყველაფერი ისე როდი ხდება ცხოვრებაში, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ხუთეულის წევრებიც ორიგინალური და სასიამოვნო მოგზაურობის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას, საშიშ დამნაშავეთა პირისპირ აღმოჩნდებიან. თუ როგორ გაუმკლავდებიან განსაცდელს და როგორ დაიხსნიან თავს ბოროტმოქმედებისაგან, ამას „ცნობილი ხუთეულის“ მერვე წიგნში წაიკითხავთ!

7.90