ჯეიმს ბალარდი

ცათამბჯენი

მთარგმნელი:  გურამ ღონღაძე

მრავალსართულიანი შენობის აივანზე მჯდომი მამაკაცი გერმანული ნაგაზის ხორცს სახელდახელოდ გაჩაღებულ კოცონზე ბრაწავს და ფიქრობს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი… ბეტონის ორმოცსართულიანი კეთილმოწყობილი ცათამბჯენის მცხოვრებნი ვნებააშლილ თამაშებში ეხვევიან და ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოყოფენ თავს. ალკოჰოლით გაბრუებული, თავქარიანი წვეულებები მაროდიორების თავდასხმის ადგილებად იქცევა, პენტჰაუზის აუღელვებელი და მშვიდი მეზობლები კი – ქვედა, ჭუჭყიანი სართულების ბინადრების ნამდვილ მტრებად. ცოტა ხანში დერეფნები ნაგვითა და ნანგრევებით გაივსება, აუზის ბინძური წყალი დაშრება, კედლებს უხამსი წარწერები შეავსებს… ურბანული ცხოვრების დისტოპიური ხედვა და ადამიანის პირველყოფილური ბუნების მანკიერება ჯ.გ. ბალარდს არსად ისე ოსტატურად არ უკვლევია, როგორც „ცათამბჯენში“. 2015 წელს რომანის მიხედვით შეიქმნა ამავე სახელწოდების ფილმი ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობით

12.90