ჯენი პირსონი

ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა

ჩვენ, სულაკაურის გამომცემლობაში გვჯერა, რომ საოცრების მოხდენა ლიტერატურულ პერსონაჟებსაც შეუძლიათ.

სწორედ ამიტომ, ამ საოცარ სერიაში შევარჩიეთ წიგნები, რომელთა გმირებისთვისაც სიკეთე ყოველთვის სწორი არჩევანია.

სერიაში გაერთიანებული უჩვეულო ამბები სასკოლო ასაკის ბავშვებს, მათ მშობლებსა თუ მასწავლებლებს არაერთხელ დაარწმუნებს, რომ მთავარია აირჩიო სიკეთე.

11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა
დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება. საიდუმლო მოგზაურობისას ისინი ათას შარში ეხვევიან – გაურბიან მძარცველს, მონაწილეობენ ხახვის ჭამის ჩემპიონატში და სუპერგმირებადაც კი შეირაცხებიან. ამ უჩვეულო თავგადასავლის შედეგად ფრედი აღმოაჩენს, რომ მთავარი არა ფაქტები, არამედ სასწაულია, სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა ოჯახი და მეგობრები.

12.90