ტუვე იანსონი

სახიფათო ზაფხული

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

ყოველ ზაფხულს დედა მუმინი მუმინტროლს სათამაშო აფრიან ნავს უკეთებს. წლევანდელი ზაფხულიც ამ ტრადიციით დაიწყო, თუმცა სულ სხვანაირად გაგრძელდა. ცეცხლისმფრქვეველმა მთამ მუმინების ხეობის ბინადარებს მოულოდნელი განსაცდელი დაატეხა თავს, ისინი წყლის დინებას ჩამოყოლილ უცნაურ სახლში დაბინავდნენ და საოცარი თავგადასავალიც დაიწყო.

იმოგზაურეთ მუმინებთან ერთად. ნახეთ, რა მოხდება სიურპრიზებით სავსე ზაფხულის ბუნიობის ღამეს; როგორ დაბრუნდება მშობლებთან დაკარგული მუმინტროლი; დაესწარით მამა მუმინის პიესის გენერალურ რეპეტიციას; შეიბრალეთ ოცდაოთხი ტყის პატარა არსების მამობილი სნუსმუმრიკი და, რაც მთავარია, გაიხარეთ მუმინტროლითან ერთად, რომელიც თავის სათამაშო აფრიან ნავს იპოვის…

7.90