სხვადასხვა ავტორი

საქართველო (Georgia)

გაიცანი საქართველო!

26 ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანის 600-მდე არაჩვეულებრივი ფოტო და მწერალ არჩილ ქიქოძის მონათხრობი სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით თანამედროვე საქართველოს ბუნების, გეოგრაფიის, არქიტექტურისა და ხალხის შესახებ.

ალბომი დაყოფილია ისტორიული კუთხეების მიხედვით. თითოეული კუთხის ისტორია თუ გეოგრაფიული თავისებურებანი, ადათ-წესები და ლეგენდები, აგრეთვე ტურისტული ღირსშესანიშნაობები ამომწურავადაა გადმოცემული მოკლე, საინტერესო ტექსტებით და გაფორმებულია შთამბეჭდავი ფოტოებით.

სამწუხაროდ, ალბომში ვერ ნახავთ აფხა­ზეთსა და სამაჩაბლოს, ვინაიდან ეს ორი რეგიონი ოკუპირებულია და ვერაფრით მოხერხდა იქაური ღირსშესანიშნაობების ფირზე აღბეჭდვა. თუმცა იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ ხარვეზის გამოსწორებას.

ორენოვანი ტექსტი, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფია ამ წიგნს საუკეთესო საჩუქრად აქცევს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისათვის.

თუ გინდათ, უცხოელ სტუმარს გააცნოთ საქართველო, ეს ფოტოალბომი აუცილებლად აჩუქეთ მას!

 

This is Georgia!

About 600 wonderful photographs taken by 26 Georgian and foreign photographers along with a narration by a writer Archil Kikodze create an absolute impression of nature, geography, architecture and people of modern Georgia.

The album represents all historical parts of the country. Brief and interesting texts handsomely got up by means of magnificent pictures tell us about history, geographic features, traditions and tourist attractions of each part of Georgia.

Unfortunately, the album provides no information about Abkhazia and Samachablo. The two regions are occupied and it turned out to be totally impossible to photograph places of interest there. However, we cherish hopes for having an opportunity to remedy this defect.

This book is the best present for Georgian and foreign readers due to the bilingual text, excellent design and prime quality of printing.

Present a foreign visitor with this album and make him acquainted with Georgia!

29.90