ლუიზა მეი ოლკოტი

პატარა ქალები – წიგნი მეორე

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „იგავები ყვავილებზე“, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა.

1868 წელს ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“, გამოვიდა და დღემდე წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. მწერალმა რომანი ასე დაასრულა: აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს, ბეთსა და ემის ფარავს. კვლავ აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით პატარა ქალები. მკითხველის ინტერესმა და სიყვარულმა მწერალს რომანის გაგრძელება დააწერინა – 1869 წელს გამოიცა „კარგი ცოლები“.

პირველ რომანში აღწერილი მოვლენებიდან სამი წელია გასული. წიგნის ფურცლებზე ისევ შევხვდებით მარჩების ოჯახა და მათ ძველ მეგობრებს, გაიცნობთ ახალ მეგობრებსაც. იმ წელიწადს ბევრი მოვლენა ხდება – სასიხარულოცა და სამწუხაროც, რადგან ისე, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში, სიხარულიც გვეწვევა და სევდაც.

12.90