ჩარლზ დიკენსი

ორი ქალაქის ამბავი

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ნუ შეგაშინებთ წიგნის სიდიდე ან ის, რომ „ორი ქალაქის ამბავი“ სამი საუკუნის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რადგან, თქვენდა გასაოცრად, უამრავ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელობასთან. რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის რევოლუციის ეპოქას აღწერს, მაგრამ წარმოუდგენლად თანამედროვედ მოგეჩვენებათ. მოყვასის მიმართ ენით აუწერელ სისასტიკეს ამოუხსნელი სიმაღლის ქრისტიანული სიყვარული და თავგანწირვა უპირისპირდება, ტრაგიზმს – სატირა და იუმორი, ეპოქის თუ გარემოს სიღრმისეულ აღწერას – დაძაბული დეტექტიური სიუჟეტი, და უმაღლესი სამწერლობო ოსტატობით ნაძერწ პერსონაჟებთან ერთად თქვენდაუნებურად თავდავიწყებით გადაეშვებით კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის პარიზსა და ლონდონში სამოგზაუროდ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ის, რაც იქ ხდება, წარსულს ჩაბარდა ან, რომ დიკენსი მოკვდა: ის ისეთივე ცოცხალია დღეს, როგორც 1859 წელს, როცა ამ რომანს წერდა. დაბოლოს, ერთი ამონარიდი ვახტანგ ჯავახაძის პუბლიკაციიდან „ისევ გალაკტიონი“: „დიკენსი გალაკტიონის რჩეულ ავტორთა შორის უნდა დავასახელოთ: „…აქ ვკითხულობდი დიკენსს.

…დიკენსის გმირივით მიყვარდა ცეცხლთან ჩაფიქრება. …მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება.

…როგორც უყვარდათ დიკენსის გმირებს. …ავიღებ ხელში ისევე დიკენსს. …ვარჩევდი დიკენსს. …დავხურავ დიკენსს.“ ასე რომ, „ორი ქალაქის ამბავი“ ნამდვილად წასაკითხი ამბავია.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

29.90