კორმაკ მაკარტი

მოხუცების ადგილი აქ არ არის

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, პულიცერის პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის რომანი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ 2005 წელს გამოიცა. ეს გახლავთ იგავი – მოდერნიზებული ვესტერნი, რომლის მთავარი გმირი, ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის. ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ მისდევს შერიფი ბელი… კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა კოენებმა გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოთხი „ოსკარი“.

12.90