ტუვე იანსონი

მამა მუმინის მემუარები

მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი

მამა მუმინმა გადაწყვიტა, თავისი საოცარი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ გვიამბოს. იგი თხრობას ბავშვობის ამბით იწყებს, როცა ჯერ კიდევ პატარა მუმინტროლმა ქალბატონ ჰემულს გამოსათხოვარი წერილი დაუტოვა და უპატრონო ბავშვთა სახლიდან გაიქცა. მამა მუმინი საინტერესოდ აღგვიწერს, როგორ შეხვდა გრძელყურება ფრედრიქსონს, როგორ გაიცნო ყავის ქილაში მცხოვრები სუნსულა და შლაპიანი იუქსარე; გვიამბობს საოცარ გემ „ზღვის ორკესტრსა“ და მის შეუდარებელ ეკიპაჟზე. გვაცნობს მიმლას ოჯახს და გვიყვება დიდი სიურპრიზების დღესასწაულზე. ამ მემუარებიდან ასევე გაიგებთ, როგორ დააფუძნა მამა მუმინმა კოლონია, როგორ მოუხმობდა მოჩვენებას საშინელებათა კუნძულზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, სუნსულას ქორწილშიც კი მოხვდებით.
წაიკითხეთ მამა მუმინის მემუარები და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი საოცარი თავგადასავლის მოწმე გახდებით.

7.90