ლეილა სლიმანი

იავნანა

მთარგმნელი: მაია ქაცანაშვილი

მირიამი, ორი შვილის დედა, გადაწყვეტს, პროფესიულ კარიერაზე იზრუნოს და მუშაობა დაიწყოს საადვოკატო ბიუროში. ცოლ-ქმარს ძიძის დაქირავება უწევს. ისინი შეარჩევენ ლუიზს, ორმოციოდე წლის ქვრივს, რომელიც სწრაფად იპყრობს ბავშვების გულს და მალე ამ ოჯახში შეუცვლელი ხდება. ორმხრივი მიჯაჭვულობის მახეს ბოლოს ტრაგედიამდე მივყავართ…

ლეილა სლიმანი (დ. 1981) მაროკოული წარმოშობის ფრანგი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტია. 1998 წლიდან იგი მაროკოდან საფრანგეთში წავიდა და განათლება მიიღო პარიზის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. თავდაპირველად ჟურნალისტი იყო, გადაიღეს ფილმშიც (2006), მაგრამ 2012 წლიდან მთლიანად მწერლობას მიუძღვნა თავი. ლეილა სლიმანი რამდენიმე წიგნის ავტორია. 2016 წელს მისმა რომანმა „იავნანამ“, რომელიც რეალურ ამბავზე დაყრდნობითაა დაწერილი, საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო, გონკურის პრემია დაიმსახურა.

„ამ ძიძას მხსნელივით ელოდა, იმის მიუხედავად, რომ საშინლად აშინებდა ბავშვების მინდობა ვინმესთვის. მათზე ხომ ყველაფერი იცოდა და არ უნდოდა ამ საიდუმლოს სხვისთვის განდობა. იცოდა მათი გემოვნება, ზნე. ერთი შეხედვით ამჩნევდა, თუკი რომელიმე მათგანი ავად ხდებოდა, ანდა მოიწყენდა. თვალს არ აშორებდა შვილებს, დარწმუნებული იყო, რომ მასზე უკეთ ვერავინ დაიცავდა მათ“.

11.90