ნიკა რურუა

თავისუფლების კანონი

„თავისუფლების კანონი“ ნიკოლოზ რურუას თარგმანების, პუბლიცისტური წერილებისა და ესეების კრებულია. ის ავტორმა 2003 წლის ზაფხულში, „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე თვით ადრე გამოსცა ერთი ურყევი რწმენით: თუ საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნებისა და ლიბერალური რეფორმების ხანა დაუდგებოდა, კრებულის საფუძვლად დადებული ღირებულებები და პრინციპები მას აუცილებლად დასჭირდებოდა.

ინდივიდუალური თავისუფლებებისათვის ბრძოლა საქართველოში ჯერ ისევ არ დასრულებულა. არც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია საბოლოოდ გარანტირებული. ამდენად, „თავისუფლების კანონის“ ახალი, გადამუშავებული და შევსებული გამოცემა, როგორც სახელმძღვანელო, კვლავ ელის მკითხველთა ახალ თაობებს, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები და ლიბერალური რეფორმები უნდა განაგრძონ .

19.90