შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი

„ვეფხისტყაოსანი“ 800-ზე მეტი წლისაა, სულაკაურის გამომცემლობა კი – 20-ის. თუმცა, ორივე ტრადიციაა. პირველი სრულიად საქართველოსი, მეორე კი – ქართული საგამომცემლო სივრცის. სულაკაურის გამომცემლობა 20 წლის იუბილეს ამბიციური პროექტით ხვდება – ქართული ლიტერატურის მთავარი ძეგლი ახალ სიცოცხლეს მასშტაბური გრაფიკული რომანის სახით იძენს.

„ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.

ჩვენი მიზანია, რომ ამ ახალი ილუსტრაციებით გაფორმებულმა „ვეფხისტყაოსანმა“ მთელი ქვეყანა მოიცვას. შეაღწიოს იქ, სადაც შეიძლება გვეგონოს, რომ მისი ადგილი არ არის: ქუჩაში, სცენაზე, სკოლაში, სახლში, პირად საუბრებში – ყველგან, სადაც ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს.

69.90