ლუის კეროლი

ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.

მთარგმნელი: გიორგი გოკიელი

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, „სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა” იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც, მას შემდეგ, რაც ბავშვობაში გაეცნობა კაცი, სიცოცხლის განმავლობაში კიდევ მრავალჯერ უბრუნდება. ამასთან, ყველა ასაკის მკითხველი ახალ, თავისთვის საინტერესო შრეს სწვდება, ადრე შეუმჩნეველ ნიუანსებსა და ფერებს აღმოაჩენს”.

გიორგი გოკიელი

ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს.  ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი

15.90