ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

ბიძია თომას ქოხი

მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი

ეს წიგნი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ბიძია თომა, კასი, ჯორჯ ჰარისი, ელიზა და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებს. მათი ბედი ბატონების ხელშია, რომელთა უმრავლესობისთვის მონა ადამიანი არ არის. მონების უბედურების ერთადერთი მიზეზი მათი კანის ფერი და წარმოშობაა. მათთვის სიყვარულსა და ადამიანურ ბედნიერებაზე ოცნება აკრძალულია. ბევრი მონა ცხოვრების სიმძიმეს ქედს უხრის, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ბრძოლის გზას ირჩევენ.

8.90