რევაზ გაჩეჩილაძე

ახლო აღმოსავლეთი – გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები ტ.1

XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო მეტად იძენს მსოფლიოს ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის ხასიათს, უპირველესად, კონფლიქტოგენურობის თვალსაზრისით. ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყში, 2003 წელს დაწყებულმა ომმა მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვითარება რეგიონში და, გარკვეულწილად, მსოფლიოშიც. ამ ომის არაპირდაპირი შედეგებია XXI საუკუნის დასაწყისის მოვლენები – „არაბული გაზაფხული“, სირიის სამოქალაქო ომი, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობა, მასთან დასავლეთის ქვეყნების კოალიციის ბრძოლა, რუსეთის შესვლა ახლო აღმოსავლეთში, ბირთვული იარაღის შექმნისაკენ მისწრაფება, მიგრაციული კრიზისი ევროპაში და ა.შ. ყველაფერი ეს საქართველოს სიახლოვეს ხდება. მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში: ამის მაგალითებია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ჩაბმა, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ქართული ნაწილების მონაწილეობა. ამიტომაც ინტერესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ მატულობს.

15.90