ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
მთარგმნელი: მედეა მგალობლიშვილი
მისტერ ვილი ვონკა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკონდიტრო ქარხნის მფლობელია, აცხადებს კონკურსს შემდეგი პირობით: ხუთი იღბლიანი ბავშვი, რომელთაც შოკოლადის ფილაში მომგებიანი ბილეთები შეხვდებათ, შეძლებს ამ საოცარი ქარხნის დათვალიერებას, ხოლო ერთი მათგანი იმდენ შოკოლადს მოიგებს, რომ მთელი სიცოცხლე ეყოფა!
ჩარლი ბაკეტი, პატარა ბიჭი ღარიბ-ღატაკი ოჯახიდან, რომელსაც იმის საშუალებაც კი არა აქვს, რომ ყველაზე უბრალო შოკოლადის კანფეტი შეიძინოს, შემთხვევით პოულობს მომგებიან ბილეთს და ნანატრ ქარხანას ეწვევა. რას არ ნახავთ მისტერ ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში: სრულიად განსხვავებულ, უგემრიელეს და უმშვენიერეს ფილებს, მარადიულ კანფეტებს, ოთხკუთხა ტკბილეულს, რომელიც მრგვალი გეჩვენება, და უამრავ სხვა ჯადოსნურ ნუგბარს.
შეუერთდი ჩარლისა და კიდევ ოთხ იღბლიანი ბილეთის მფლობელს, იმოგზაურე ვონკას შოკოლადის ქარხანაში და გაიგე, რა გასაოცარი ამბები გადახდათ თავს ბავშვებს.
₾8.90