ანა თურმანიძე, მეგი ქვეითაია

ქართული ანბანი

ასაკი: 4+

ყუთში იპოვით:

  • 33 წყვილ ფაზლს;
  • ქართულ ანბანზე შექმნილ გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნს;
  • ქართული ანბანის პოსტერს.

„ქართული ანბანის“ ყუთში პატარებს დახვდებათ ორნაწილიანი ფაზლი, ანბანის პოსტერი და ლექსების წიგნი. ფაზლი შედგება ორი ნაწილისგან: ასოები და სიტყვები. პატარებმა ასოები უნდა დააწყვილონ შესაბამის სიტყვებთან; წიგნში ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ლექსები გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ხოლო ანბანის პოსტერი დამხმარე მასალაა ფაზლის აწყობისა და ასოებისა და სიტყვების სწორად დასაწყვილებლად. ქართული ანბანის ყუთი საუკეთესო საშუალებაა ასო-ბგერების ამოცნობისა და დამახსოვრებისთვის.

25.90