მაწანწალა რასმუსი
მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი
მაწანწალა რასმუსი ერთი უდედმამო ბიჭია, რომელიც ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობს და სულ იმაზე ოცნებობს, როდის ეყოლება მზრუნველი მშობლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უმართლებს, აი, ახლაც ვესტერჰაგაში შვილის ასაყვანად მოსულმა ცოლ-ქმარმა მას ხუჭუჭთმიანი გოგონა ამჯობინა… ჰოდა, ღამით, როცა ყველას ეძინა, რასმუსი თავშესაფრიდან გაიპარა. ბიჭუნა მაწანწალა ოსკარს გადაეყარა, რომელიც გარმონზე დაკვრითა და სიმღერით ირჩენდა თავს და მასთან ერთად დაიწყო ხეტიალი: ხან ღია ცის ქვეშ ეძინათ, ხან – ფარდულში, ხან სად და ხან სად…
წაიკითხეთ ეს შესანიშნავი მოთხრობა პატარა, ობოლ ბიჭუნაზე და გაიგეთ, იპოვის თუ არა ის, ბოლოს და ბოლოს, მზრუნველ მშობლებს.
₾8.90