ასტრიდ ლინდგრენი

მაწანწალა რასმუსი

მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი

ცხრა წლის რასმუსს არც დედა ჰყავს, არც მამა და არც და-ძმა. ის ბავშვთა თავშესაფარში იზრდება და ყველაზე მეტად ნამდვილ ოჯახზე, მზრუნველ მშობლებზე ოცნებობს. ამ ოცნებისთვის მზად არის, დატოვოს საუკეთესო მეგობარი გუნარი და თავშესაფრიდან გაიქცეს. ერთ მშვენიერ ღამეს, როცა ყველას სძინავს, ასეც იქცევა. მარტოდმარტო მოხეტიალე ბიჭუნა მაწანწალა ოსკარს გაიცნობს და სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი თავგადასავალი, რომელიც მხოლოდ მაწანწალას შეიძლება გადახდეს. რასმუსს ძალიან, ძალიან მოსწონს ოსკართან ერთად ხეტიალი, მაგრამ არც თავის სანუკვარ ოცნებას ივიწყებს.
წაიკითხე ეს შესანიშნავი ამბავი და შეიტყობ, იპოვის თუ არა ცხრა წლის ბიჭუნა მზრუნველსა და მოსიყვარულე მშობლებს.

15.90