იური ანდრიუხოვიჩი

მოსკოვიადა

მთარგმნელი: რაულ ჩალიჩავა

„მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება. რომანის დაწერიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მწერლის მრავალი აზრი თუ გამონათქვამი სრულიად ახალ, რეალისტურ შეფერილობას იძენს და ნაწარმოების ჟანრის ავტორისეული განსაზღვრება – „საშინელებათა რომანი“ – არცთუ გაზვიადებულად გვეჩვენება.

14.90