დათო ტურაშვილი

იყო და არა იყო რა

წიგნში „იყო და არა იყო რა“ მწერლის ღიმილიანი და იმავდროულად, სევდიანი მოგონებებია თავმოყრილი, რომელიც მოგვითხრობს მღელვარე 90-იანი წლების საქართველოზე, ახალგაზრდობის მონაწილეობაზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში. ამ მოგონებებს ოცი წელი გვაშორებს და მასში აღწერილი ამბებიც ზღაპარივით უნდა მოგვეჩვენოს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი „იყო და არა იყო რა“, ანუ, ავტორისავე სიტყვებით, თავისუფლებისთვის სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ, ეს ამბები დღესაც ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მაშინ, როცა მთელი საქართველო ქუჩაში იდგა იმედით, რომ დიდი ხნის წინათ დაკარგულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარირება თავისუფლებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, და ამიტომაც, ბრძოლა გრძელდება…

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

8.90